დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1796 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016226 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/ 1796
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებასა (სსმ III, 21.05.2007, №71, მუხ. 773) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”
2. წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვლობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომ – შესაბამისი ორგანოები) საზედამ ხედველო სფეროს განეკუთვნება რთული საინჟინრო კონსტრუქციის ატრაქციონები.”
3. წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქრობი საშუალებების სახეობა, რაოდენობა და მათი შენახვის ადგილი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სახ ანძრო უსაფრთხოების წესებით”.
5. წესების 23-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ექსპლუატაციაში გაშვებამდე „ წესების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ატრაქციონები ექვემდებარება სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას“ .
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ატრაქციონების რეგისტრაცია წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში საქარხნო პასპორტის არმქონე ატრაქციონის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილი პასპორტის საფუძველზე. მისი შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დასკვნა;
ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექა ნიკური თვისებების შესახებ დასკვნა;
გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი აქტი";
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ატრაქციონის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”.
6. წესების 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ატრაქციონებზე დაცული უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სახ ანძრო უსაფრთხოების წესების” მოთხოვნები”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები