დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1539 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.024.016221 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1807
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1539 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1539 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 21.09.10 წ., №120, მუხ. 1781, 010320000.22.024.016003) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა;
ბ) პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობა;
გ) პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადება შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” საქმიანობის კოორდინაცია;
ე) სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების ექსკლუზიურად განხილვა და საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსვლელობის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისთვის ექსპერტიზისთვის წარდგენა;
ზ) პრივატიზებასა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;
თ) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.”.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
ვ.ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები