დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1420 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1789 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016218 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1789
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1420 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №1-1/1420 ბრძანებით (ვებგვერდი, 110727009, 27/07/2011, 010240030.22.024.016092) დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;”;
ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია;”;
გ) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;”;
დ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;”;
ე) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;” ;
ვ) „მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) „ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;” .
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადგენს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს და კოორდინაციას უწევს მის აღსრულებას;”;
ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგენს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტს და ახორციელებს შესაბამის კონტროლს და კოორდინაციას;”;
გ) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით;
დ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას;”;
ე) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;”;
ვ) „მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „დ”, „ე”, „ვ”, „ზ” და მე-2 პუნქტის „ა”, „დ”, „ე”, „ვ” ქვეპუნქტები, ასევე მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 სექტემბრიდან.
მუხლი 4. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები, ასევე მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები