„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის გასაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 03/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017050
  • Word
377
14/09/2012
ვებგვერდი, 17/09/2012
430030000.10.003.017050
„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის გასაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 377

2012 წლის 14 სექტემბერი

 ქ. თბილის

„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 19/03/2012, 430030000.10.003.016769) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირზე, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, რაც დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით.“.

2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორი შესაბამის პროფესიებზე კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ რეგისტრირებულთა სიას უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დარეგისტრირებული კანდიდატების სიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ერთიანი ეროვნული გამოცდების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან და დაზუსტებულ სიებს უგზავნის საინფორმაციო ცენტრს. საინფორმაციო ცენტრი 2 სამუშაო დღის ვადაში აწვდის დაზუსტებულ სიებს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემდგომ დაწესებულების ხელმძღვანელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით, 4 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას კონკრეტულ სპეციალობებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ და ბრძანების ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის საინფორმაციო ცენტრს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                        ი. მერაბიშვილი