დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016109 |
|
ამ შეთანხმების მხარეები,
მოწადინებულნი, გააადვილონ საერთაშორისო ვაჭრობა და თავიდან აიცილონ ღვინით ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებები, თანახმად 1994 წლის 15 აპრილის მარაქეშის შეთანხმებისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსების შესახებ (შემდგომში „WTO-ს შეთანხმება“);
დაინტერესებულნი არიან რა თავის ტერიტორიებზე წარმოებული და, აგრეთვე, მოხმარებული ღვინის რეგულირებით;
შესრულებული აქვთ რა თითოეული მხარის ენოლოგიურ პრაქტიკასთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების იმგვარი შეფასება, როგორსაც მოითხოვს მათი შესაბამისი შიდა კანონმდებლობანი;
აქვთ რა არსებითი და კანონიერი ინტერესი თავის ტერიტორიებზე იმპორტირებული ღვინის ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასპექტების რეგულირების მიმართ;
დაინტერესებულნი არიან რა ეტიკეტების თაღლითური გამოყენების თავიდან აცილებით; აცნობიერებენ რა, რომ:
ენოლოგიურ პრაქტიკაზე დაფუძნებული შეზღუდვები იმპორტზე წარსულში გამოიყენებოდა, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებები; ენოლოგიური პრაქტიკები ექვემდებარება მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, და რომ უნიფიცირებული ენოლოგიური პრაქტიკა ვერ გაითვალისწინებს ყველა ადგილობრივ პირობას, კლიმატურ მრავალფეროვნებას და ტრადიციას;
თითოეულ მხარეს შემუშავებული აქვს ენოლოგიური პრაქტიკის რეგულირების მისაღები მექანიზმები; კვლავაც განვითარდება ვაზის მოშენებისა და ენოლოგიური პრაქტიკა;
თანხმდებიან შემდეგზე: |
მუხლი 1 მიზანი წინამდებარე შეთანხმების მიზნებია: (ა) მხარეთა შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივება; და (ბ) WTO-ს შეთანხმების თანახმად, ამგვარი ვაჭრობის შემაფერხებელი დაბრკოლებების თავიდან აცილება, მხარეთა მიერ მათ შესაბამის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში გათვალისწინებული ენოლოგიური პრაქტიკის რეგულირების შესაბამისი მექანიზმების ურთიერთაღიარების მეშვეობით.
მუხლი 2 სხვადასხვა მოვალეობანი WTO-ს შეთანხმების თანახმად, წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი შეზღუდავს მხარეთა უფლებებსა თუ მოვალეობებს
მუხლი 3 მოქმედების სფერო
მუხლი 4 განსაზღვრებანი წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებანი: (ა) „ღვინო“ არის სასმელი, წარმოებული სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური ფერმენტაციის შედეგად, რომელსაც განიცდის მხოლოდ ახლად დაკრეფილი ყურძენი, ყურძნის ჩენჩი ან პროდუქტები, წარმოქმნილი ახლად დაკრეფილი ყურძნისგან თანახმად იმ ენოლოგიური პრაქტიკისა, რომელიც ნებადართულია ექსპორტიორი მხარის მარეგულირებელი მექანიზმებით, და შეიცავს ალკოჰოლს არანაკლებ 7% და არა უმეტეს 24%-ის რაოდენობით. (ბ) „ენოლოგიური პრაქტიკა“ უკავშირდება ღვინის დამზადებისას გამოყენებულ მასალებს, პროცესებს, დამუშავების ხერხებსა და ტექნიკურ მეთოდებს, ნებადართულს ექსპორტიორი მხარის კანონით, მაგრამ არ მოიცავს ეტიკეტირებას, ბოთლებში ჩამოსხმას თუ შეფუთვას საბოლოო გაყიდვის მიზნით; და (გ) „კონსენსუსი“ მიიღწევა, თუ, საბჭოს პროცედურებით გათვალისწინებული შეტყობინების შედეგად, არც ერთი მხარე, რომელიც ესწრება სხდომას გადაწყვეტილების მიღების დროს, არ გამოთქვამს ოფიციალურ პროტესტს ამ შემოთავაზებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
მუხლი 5 ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარება
მუხლი 6 ღვინის ეტიკეტირება წინამდებარე შეთანხმების მიხედვით
მუხლი 7 წინამდებარე შეთანხმების მართვა
(ა) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაჭრა; (ბ) იმ პრობლემათა განხილვის უზრუნველყოფა, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით; (გ) წინამდებარე შეთანხმების მოქმედების გაფართოების გზების განხილვა; (დ) წინამდებარე შეთანხმების და მისი დანართის შესწორებების მიღება მე-10 მუხლის თანახმად; (ე) სამუშაო ენების დადგენა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში; და (ვ) გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოთა განცხადების თაობაზე წინამდებარე შეთანხმებასთან შეერთების შესახებ მე-13(2) მუხლის მიხედვით.
მუხლი 8 გამჭვირვალობა
(ა) გამოქვეყნდება ან სხვაგვარად გახდება ხელმისაწვდომი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს WTO-ს შეთანხმება და, კერძოდ, „შეთანხმება სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ“ და „შეთანხმება ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ“, და (ბ) ჩაირთვება დამატებაში 4. თითოეული მხარე, როგორც ამას ითვალისწინებს WTO-ს შეთანხმება და, კერძოდ, „შეთანხმება სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ“ და „შეთანხმება ვაჭრობის შემაფერხებელი ტექნიკური ბარიერების შესახებ“, შეატყობინებს საბჭოს ნებისმიერ წინადადებას ენოლოგიურ პრაქტიკასა და მისი რეგულირების მექანიზმებთან დაკავშირებულ კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში შესწორებების შეტანის თაობაზე ამგვარი შესწორებების ძალაში შესვლამდე მის ტერიტორიაზე და მიანიჭებს სხვა მხარეებს ამგვარ წინადადებებთან დაკავშირებით თავისი შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობას.
მუხლი 9 კონსულტაციები და დავების გადაჭრა
მუხლი 10 შესწორება
მუხლი 11 შეთანხმებიდან გასვლა ნებისმიერ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინება ძალაში შედის შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ, თუკი შეტყობინებაში აღნიშნული არ არის უფრო გვიანდელი თარიღი ან თუ შეტყობინება არ გაუქმდა ამ თარიღის დადგომამდე.
მუხლი 12 მხარეები და ძალაში შესვლა
მუხლი 13 ახალი მხარეები
წინამდებარე შეთანხმების დედანი, რომლის ტექსტებიც ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას.
აღნიშნულის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, რომლებიც ამისათვის სათანადოდ არიან უფლებამოსილნი მათი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ტორონტოში, ორი ათას ერთი წლის 18 დეკემბერს.
დანართი ექსპერტთა კომიტეტი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები