დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინება - სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების 2012 წლის 20 სექტემბერს მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/09/12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 11/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
201 2 წლი ს 11 სექტემბერი
ქ . ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ანა გაბრიჭიძე
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეული იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 201 2 წლის 20 სექტემბერს 1 1 :00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება .
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გ. მაკაიძე
სხდომის მდივანი ა. გაბრიჭიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები