„ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.107.016095
23
14/09/2012
ვებგვერდი, 19/09/2012
200130000.35.107.016095
„ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2012 წლის 14 სექტემბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“, „ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2012 წლის 2 აპრილის №13 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 11.04.2012 წელი,  200130000.35.107.016085) შემდეგი ცვლილება და დამატება, კერძოდ, ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დანართ №1-ს დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი)“.

მუხლი 2
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილერომან თოლორდავა