„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 183/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016449
  • Word
183/ნ
11/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
430030000.22.022.016449
„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 83/ნ

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის 9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის 9/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 070211, 07/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016051) დამტკიცებულ ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) ცხადდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება, რომელიც ადგენს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების მიღების ვადას;

ბ) განისაზღვრება სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურა;“

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ქვეყნდება საჯაროდ.”

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაშიწინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის ცნობა ;

) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაშიერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის ცნობა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე