დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.104.016102 |
25
13/09/2012
ვებგვერდი, 19/09/2012
200130000.35.104.016102
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
|
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“, ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/04/2012 წელი, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.104.016092) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-8 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);”.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები