„სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1754
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016211
  • Word
1-1/1754
13/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
040110030.22.024.016211
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1754

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 (სსმ, ვებგვერდი, 150211, 15/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.22.024.016035) ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლ:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – ქონების სააგენტო ), ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „41 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების ელექტრონული აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.“

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს ქონების სააგენტო, მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო. უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემას, ქონების სააგენტოს თანხმობით, ახორციელებს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს ქონების სააგენტო.“ ;

დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, უძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ინფორმაციას, გადაცემიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს ქონების სააგენტოს.“ .

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის

ა.ა) „დ -ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო თანხასა და საწყის საპრივატიზებო საფასურს ;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; .

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩა ოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს (უპირობო აუქციონის შემთხვევაში);“

ბ) მე-4 პუნქტის „დ -ე “ ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს;“

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს სახელმწიფო ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის 3 თვის თანხას, ხოლო 3 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – სარგებლობის საწყისი თანხის 30%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას.”;

 გ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საპრივატიზებო თანხას, საწყის საპრივატიზებო საფასურსა და წილს საზოგადოების კაპიტალში;“;

დ) 51 პუნქტის „ვ-ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო თანხასა და საწყის საპრივატიზებო საფასურს;

ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს მართვის უფლებით გადაცემის საწყისი თანხის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდის ვადას;”.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან განმკარგავი/ სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო თანხაზე/საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურზე დამატებით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ი. მატკავა