დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის № 1–1/1980 ბრძანებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1756 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050000.22.024.016213 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1756
2012 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის № 1-1/1980 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის № 1–1/1980 ბრძანებით (სსმ III, 24.12.2010, № 168, მუხ. 2414) დამტკიცებულ „ დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულებაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზებას საჯარო აუქციონის ფორმით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო), მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო.“ .
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე, ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი, ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, ქონების სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში) , ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად, აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე.”;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი, ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით, ქონების სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში) , თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.”.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საჯარო აუქციონზე ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საპრივატიზებო თანხაა 200 ლარი.“.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. მატკავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები