სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1752
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016209
  • Word
1-1/1752
13/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
240140000.22.024.016209
სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1752

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებით (სსმ III, 29.12.2010 წ., №170, მუხ. 2451, სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016029) დამტკიცებულ სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე იღებს პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, სადაც სახელმწიფოს (პარტნიორს) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – ქონების სააგენტო), ხოლო ადგილობრივ თვითმმართვლობას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანო/დაწესებულება (შემდგომში – ორგანო/დაწესებულება).“.

2. მე -2 მუხლის :

ა) მე -5 პუნქტის:

ა.ა ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში შეაფასოს ექსპერტის ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის მეშვეობით, რომლის გასამრჯელოს აანაზღაურებს საწარმო. აუდიტორის ან/და ექსპერტის კანდიდატურა და მისი გასამრჯელოს ოდენობა შეთანხმებულ უნდა იქნეს ქონების სააგენტოსთან/ორგანოსთან/დაწესებულებასთან;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) საჭიროების შემთხვევაში და ქონების სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულების თანხმობით ჩაერთოს ახალ გარიგებებში;“

ბ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში ქონების სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულებას შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საწარმოს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშს;

ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, ვალის მოცულობასა და სტრუქტურას;

გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურას;

დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს;

ე) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს;

ვ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;

ზ) პირობებს, ქონების საბაზრო ღირებულებასა და ფორმებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა;

თ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს;

ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს;

კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ.“;

გ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ქონების სააგენტოს/ორგანოს/დაწესებულების წინაშე.“

3. მე -3 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე რეალიზაცია ხდება ქონების სააგენტოსთან/ორგანოსთან/დაწესებულებასთან შეთანხმებით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                     ი. მატკავა