დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.110.016100 |
27
12/09/2012
ვებგვერდი, 19/09/2012
200130000.35.110.016100
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
|
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.03.2012. სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.110.016084) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება კერძოდ, ადგილობრივი (ქონების) გადასახადების განაკვეთების დანართ №1-ს დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით, ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართობი).“. |
| მუხლი 2 |
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 3 |
აქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები