დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 810 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016640 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №810
2012 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:
ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
პ) დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ჟ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
რ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ს) მინისტრის სამდივნოს ხელმძღვანელი;
ტ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;
უ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ფ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი;
ქ) საგანგებო დავალებათა ელჩი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები