საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის, ამ უბნების კომისიის წევრების არჩევის/დანიშვნის, კონკურსის გამოცხადებისა და პირველი სხდომების მოწვევის ვადების დადგენის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 38/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016056
  • Word
38/2012
12/09/2012
ვებგვერდი, 12/09/2012
010240020.15.008.016056
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის, ამ უბნების კომისიის წევრების არჩევის/დანიშვნის, კონკურსის გამოცხადებისა და პირველი სხდომების მოწვევის ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 38/2012

2012 წლის 12 სექტემბერი

. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის, ამ უბნების კომისიის წევრების არჩევის/დანიშვნის, კონკურსის გამოცხადებისა და პირველი სხდომების მოწვევის ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1 . საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, დადგინდეს კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-18 დღე (13 სექტემბერი) ბოლო ვადა ქვემოთ ჩამოთვლილი საარჩევნო უბნების შექმნისათვის:

1. №43 საარჩევნო უბანი ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა

2. №44 საარჩევნო უბანი კანადა, ქ. ოტავა

3. №45 საარჩევნო უბანი ირლანდია, ქ. დუბლინი

4. №48 საარჩევნო უბანი უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი

5. №49 საარჩევნო უბანი პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ. ლისაბონი

მუხლი 2. დადგინდეს კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-17 დღე (14 სექტემბერი) ბოლო ვადად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსის გამოცხადებისათვის.

მუხლი 3. ცესკოს განკარგულებით დადგინდეს უფლებამოსილი პარტიების მიერ შესაბამისი კომისიის წევრების დანიშვნის ვადები.

მუხლი 4. საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვის დღიდან 1 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, ცესკო ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიების 6-6 წევრს.

მუხლი 5. ამ დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით მოიწვევა სხვა სახელმწიფოებში დამატებით შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ამავე ვადაში კენჭისყრის შენობაში გამოიკვრება ამ უბნის ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია.

მუ ხლი 6 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ. მჭედლიძე