„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.163.016090
  • Word
30
07/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
200230000.35.163.016090
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 30

20 12 წ ლის 7 სექტემბერი

ქ. თელავი  

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №14 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 8. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.”.

2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

საკრებულოს თავმჯდომარე                       დ. ბოჭორიძე