დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დასდგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.10.003.017046 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №373
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„2012 -2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,13 /12 /2011 , 190020060.10.003.016627) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუდენტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/ სპეციალობებზე არსებული შეზღუდვა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები