„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016369
  • Word
161
11/09/2012
ვებგვერდი, 11/09/2012
010130000.22.027.016369
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №161

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011 წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ 1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი) გადაამოწმონ, არის თუ არა პირი რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და აქვს თუ არა შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი;“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1 1. ამ წესის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად ითვლება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი:

ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი);

გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (მაგისტრატურა);

დ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა.“.

3. 31 1 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირი, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი, მასზე გასაცემ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ (აღნიშვნა „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია).“.

4. 31 2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება, თუ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ შეიცავს აღნიშნულ მონაცემებს და თუ მისი მფლობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.“.

5. 31 2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;“.

6. 31 2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება ხორციელდება, თუ მას შემდეგ, რაც უკონტაქტო მიკროსქემაზე აღარ ფიქსირდება, რომ პირი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, იგი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში კვლავ რეგისტრირებულია/ხელახლა დარეგისტრირდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი