„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016367
159
11/09/2012
ვებგვერდი, 11/09/2012
040030000.22.027.016367
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №159

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.027.016240, 31.01.2012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მატერიალური ფორმით.“.

2.მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“.

  3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ნამდვილობისა და ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით. გამოქვეყნებულ მონაცემებს აქვთ იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ითვლება უტყუარად.“.

4. მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გარდაცვალების მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 131, 132, 133 და 134 პუნქტები:

„131. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა სრულდება ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მატერიალური ფორმით.

132. ელექტრონული ფორმით შესრულებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, შევსების შემდეგ მატერიალური ფორმით ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად.

133. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაზე, გარდა ნოტარიუსისა და საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაცემული მოწმობისა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი შეიძლება დატანილ იქნეს ელექტრონული ფორმით შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

134. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის სისწორესა და შევსების ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელმაც შეავსო აღნიშნული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.“;

ბ) მე-17 პუნქტი:

„17. შვილად აყვანის ან მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში დაბადების ახალი მოწმობა გაიცემა იმავე დღეს.“.

6. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაუქმება

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა უქმდება, თუ მასში არსებული მონაცემები არ შეესაბამება იმ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც გაცემულია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის.

3. ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შესრულებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაუქმებულად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებულ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესაბამის მოწმობაზე სათანადო აღნიშვნის შესრულების დღიდან, ხოლო სხვა შემთხვევებში – შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.”.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

მუხლი 251 . დაბადების რეგისტრაციის ვადა

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.”.

8. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, განცხადება. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.”.

9. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 49 .სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესი

1. სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების ან გვარის დადგენის) საფუძვლის არსებობისას ტერიტორიულ სამსახურს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელის და/ან გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების ან გვარის დადგენის) შესახებ.

2. სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების ან გვარის დადგენის) შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი ტერიტორიული სამსახური ახორციელებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

3. პირის მიერ სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების ან გვარის დადგენის) შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ პირის მიმართ რეგისტრირებულ სხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში.“.

10. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვალების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირის მეორე მსოფლიო ომში დაღუპვის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3 . ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან.

ზ. ადეიშვილი