საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 606
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 01/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.842
  • Word
606
11/10/2000
სსმ, 43, 01/12/2000
200.000.000.05.001.000.842
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე ნაწილი:

„30. დანაკლისი _ საწარმოში მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი დანაკარგი. ხოლო ისეთი ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება და შესაბამისად ინვენტარიზაცია ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სხვა) დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ, საწარმოდან ფაქტობრივად გასულ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთან, თუ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, მაშინ დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობის ზევით არსებული დანაკარგი. დანაკლისი ყველა შემთხვევაში განიხილება, როგორც მისი აღმოჩენის მომენტში ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული მიწოდება საბაზრო ან, რეგულირებადი ფასების არსებობის შემთხვევაში, რეგულირებადი ფასით.“.

2. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე ნაწილი:

„41. 2001 წლის 1 ივნისამდე გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადიდან პირუტყვისათვის განკუთვნილი უხეში საკვების (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 121300, 1214 (გარდა 121410, 121490) კოდებში აღნიშნული საქონელი) იმპორტი და მიწოდება.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 10 ნოემბერი.

№606Iს