“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 22/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016366
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
158
11/09/2012
ვებგვერდი, 11/09/2012
040030000.22.027.016366
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/09/2012 - 21/09/2012)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №158

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“ და „ყ.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.”.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით სამსახურში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ერთეული – სამსახურის განყოფილება (შემდგომ­ში – განყოფილება).“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური: თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ტერიტორია, ასევე მუხათგვერდი;“.

6. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები.

7. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ქუთაისის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია. სააგენტოს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.

6. ქორწინების რეგისტრაციისას ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლები, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის სამსახურში..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 22 სექტემბრიდან.

ზ. ადეიშვილი