საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების რეორგანიზაციისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 22/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016364
  • Word
156
11/09/2012
ვებგვერდი, 11/09/2012
040030000.22.027.016364
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების რეორგანიზაციისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1 56

2012 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების რეორგანიზაციისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გლდანი -ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და საბურთალოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები რეორგანიზებულ იქნეს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურად. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური არის გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და საბურთალოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების უფლებამონაცვლე.

მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებული დებულების მე -8 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;“.

2. მე -8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები.

3. მე -10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.”.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 22 სექტემბრიდან.

ზ. ადეიშვილი