დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 24/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010070.11.004.016016 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/09/2012 - 28/12/2020)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) დროებითი ფინანსური სიძნელეებისა და/ან ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და კრიზისის შესაძლო განვითარების თავიდან აცილების მიზნით და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ბანკისათვის ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შემთხვევებსა და პირობებს. |
2.
სესხი ეძლევა ისეთ ბანკს, რომელიც ითვლება გადახდისუნარიანად, შეექმნა ან ახლო მომავალში შეიძლება შეექმნას მნიშვნელოვანი ოდენობის ლიკვიდობის დროებითი უკმარისობა. ასევე, უნდა არსებობდეს არგუმენტირებული დასაბუთება ბოლო ინსტაციის სესხის აღების აუცილებლობის შესახებ. |
3.
ბანკისათვის სესხის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს და სესხის გაცემის პირობებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო. |
მუხლი 2.
ბოლო ინსტანციის სესხის ზოგადი პირობები |
1.
ბოლო ინსტანციის სესხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; ბ) სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები; გ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული სესხის უზრუნველსაყოფად მისაღები აქტივებით. |
2.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობას, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა. |
მუხლი 3.
სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება |
1.
ბოლო ინსტანციის სესხის გამოყოფის შესახებ ბანკი წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს. |
2.
ბანკის წერილობით მიმართვა უნდა მოიცავდეს ბანკის ლიკვიდობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას, სესხის უზრუნველყოფისათვის შეთავაზებული გირაოს სრულ აღწერას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. |
3.
ბოლო ინსტანციის სესხის გამოყოფის შესახებ ბანკის წერილობით მიმართვაზე, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (ერთეულები) ამზადებს და ეროვნული ბანკის საბჭოს წარუდგენს წერილობითი ინფორმაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ბანკის მიმდინარე ლიკვიდობის, ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შეფასებას; ბ) სესხის გირაოს სახეობიდან გამომდინარე ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის (საერთაშორისო ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო საანკო გარანტიების შემთხვევაში) და/ან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის (ბანკის სხვა სახის გირაოს შემთხვევაში) დასკვნას ბანკის მიერ წარდგენილი გირაოს დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; გ) წინადადებებს ბანკისათვის სესხის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. |
4.
ეროვნული ბანკის საბჭო განიხილავს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შესახებ ბანკის მიმართვას და მის შესახებ მომზადებულ ინფორმაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. |
5.
ეროვნულ ბანკის საბჭოს უფლება აქვს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემასთან დაკავშირებით ბანკს დაუწესოს სპეციალური მოთხოვნები და/ან სპეციალური შეღავათები. |
6.
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მითითების გარეშე უარი უთხრას ბანკს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემაზე. |
7.
ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამზადებს საკრედიტო ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს ბანკს. |
8.
ორივე მხარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოსცემს შესაბამის განკარგულებას და ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელებს სესხის გაცემის პროცედურას. |
9.
ბოლო ინსტანციის სესხის პირობის და/ან პირობების ცვლილება ხდება იმავე პროცედურების დაცვით, როგორც სესხის გაცემა. |
მუხლი 4.
სესხის პირობების დარღვევა |
1.
ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის სრულ დაფარვამდე, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ეროვნული ბანკის საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ. |
2.
ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი აწარმოებს გაცემული ბოლო ინსტანციის სესხის დაფარვის მონიტორინგს და დაფარვის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და/ან ვიცე პრეზიდენტს და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას. |
3.
ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს. |
4.
ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებელი და უპირობო დაფარვა. |
5.
სესხის სრულად და/ან ნაწილობრივ დაუფარაობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ბანკის აქტივიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები