„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 795
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 20/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016636
  • Word
795
10/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
010110000.08.002.016636
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №795

2012 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №11, მუხ. 121) შეტანილ იქნ ს ცვლილებები და დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

) მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დაინტერესებული პირები მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს წარადგენენ პირადად, მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით, ან ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

11 . სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფილ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის დროს განმცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, სადაც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციის ფორმა. სამახსოვრო ბარათის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) 61 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით განცხადების მიღებაზე ან წარდგენილი განცხადების განხილვაზე.“;

გ) მე-13 მუხლის:

გ.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

31 . საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის სააგენტოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-11-22-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.“;

 დ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 3. მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისას სააგენტო , თუ ეს შესაძლებელია, ერთიან რეესტრში ამოწმებს კანონით დადგენილ ვადაში განაცხადა თუ არა პირმა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.“;

ე) მე-19 მუხლის:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე იურიდიული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები, აგრეთვე მიიღოს თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა ახსნა-განმარტებები.

2. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც დადგენილი წესით ეცნობება განმცხადებელს. დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.“;

ე.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დასკვნას ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიმართავს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის განხორციელების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაც საჭიროებს პირის მოქალაქეობის დადგენ ს, ამ დებულების შესაბამისად, მოქალაქეობის დადგენის საკითხს განიხილავს სააგენტო, ხოლო ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში - ტერიტორიული სამსახური. ზემოხსენებულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის გარეშე.“;

ვ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20.

მოქალაქეობის დადგენის თაობაზე სააგენტოს დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ზ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ზ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე;“;

ზ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირის საქართველოში ცხოვრების შესახებ) ;“;

თ) 23-ე მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე;“;

თ.ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და“;

ი) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უხლი 25.

პირი, რომელიც იღებს საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №6). ხელმოწერილი ფიცის ტექსტი ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით ეგზავნება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის შენახვას შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქმის მასალებთან ერთად .“;

კ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ გვარის გამოცვლის შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი წარდგენა.“;

მ) 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 39.

მოქალაქეობის საკითხთა განხილვის მასალები ინახება სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ნ) №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ფოტოსურათის

ადგილი

 

 

 

 

  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის -------- მუხლის

პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ დამიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა.

 ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

_______________________________________________________________

(გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის

თარიღი და შესაბამისი მოწმობის №)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

_______________________________________________________________

3. დაბადების ადგილი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი და ადგილი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. განათლება, სასწავლებლის დასახელება და სწავლის ხანგრძლივობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობა (საქართველოს ტერიტორიის დატოვების

არიღის მითითებით)

_______________________________________________________________

7. საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების მიზეზი და ხანგრძლივობა

_______________________________________________________________

8. საქართველოში მუშაობის გამოცდილება (გთხოვთ მიუთითოთ წლები)

_______________________________________________________________

9. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

_______________________________________________________________

10. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

11. ვფლობ პასპორტს №_________________________________________

პირადი № _________________________________________________ _

გაცემულს___________________________________________________

_______________________________________________________________

                               (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

ბინადრობის მოწმობის სერია __________ № _______________________

გაცემულს __________________________________________________

 

_______________________________________________________________

                               (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

 

12. მშობლების მონაცემები:

დედა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                   (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი)

 

მამა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                    (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი)

 

13. გთხოვთ ჩემთან ერთად საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინოთ ჩემს არასრულწლოვან

შვილებს:

1.____________________________________________________________

       (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

2.____________________________________________________________

3._____________________________________________________________

14 . განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1._____________________________________________________________

2._____________________________________________________________

3._____________________________________________________________

4._____________________________________________________________

5._____________________________________________________________

6._____________________________________________________________

7._____________________________________________________________

8._____________________________________________________________

9._____________________________________________________________

10.____________________________________________________________

                               (პირადი ხელმოწერა)

-------„ „-----------------------„ 20 ----------- წ.

ფოტოიდენტურობას ვადასტურებ

___________________________________________

სახელი, გვარი

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

_______________________________________________________________

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

                                                                   ____________________

  (ხელმოწერა)

                                                                     ------ „--------- 20 -------- წ. .

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 20 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი