დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 794 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.08.002.016635 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №794
2012 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულების (სსმ III, 2006წ., №88, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სააგენტოსთან კომუნიკაციის ფორმა. სამახსოვრო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ა.გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისათვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები