„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 181/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016442
  • Word
181/ნ
10/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
430010000.22.022.016442
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1 81/

2012 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე- 7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 3. აბიტურიენტის აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ;

ბ) დებულების 82 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩარიცხავს პირს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 20 სექტემბრამდე გაუგზავნოს ცენტრს ჩარიცხულ პირთა თაობაზე ინფორმაცია ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“ ;

გ) დებულების მე-82 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. აბიტურიენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დაგენილისაგან განსხვავებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ;

დ) დებულების 391 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც 20 სექტემბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ცენტრში.“ ;

ე) დებულების მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

,,8. აბიტურიენტებს, რომლებმა 2012 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხე დვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო  განცხადებაში მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გააკეთონ განმეორებითი განაცხადი თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი არა უმეტეს ოცისა . 

9. 2012 წელს საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ  რესურსცენტრში ან/და ცენტრის ოფოციალურ ვებგვერდზე. განმეორებითი განცხადების  წარდგენის ვადას და ფორმას   ადგენს ცენტრის დირექტორი.

10. 2012 წელს განმეორებითი   განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე