დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.162.016152 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 67
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჰ1“ და ჰ2“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22/03/2012, 200230000.35.162.016116) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8.
1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით, ხოლო შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები – იმავე კოდექსის 206-ე მუხლით.
2. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე:
ა) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (ფართობის მიუხედავად);
ბ) მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები.“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ხანგოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები