დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 06 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.129.016070 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. ჭიათურა
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“, „ჰ2“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების ა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 6 მარტის № 9 დადგენილებაში ( სსმ, 14.03.2012) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და დადგენილები თ დამტკიცებულ № 1 დანართს დაემატოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.”.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებ ისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომა რე ი. ჭუმბურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები