დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.167.016080 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. ლაგოდეხი
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჰ1’’ და ,,ჰ2’’ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №16 დადგენილებაში.
მუხლი 2.
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:
,,მუხლი 9.
ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.’’ .
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დ . ბაკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები