დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 372 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017045 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №372
2012 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. ბათუმში მშენებლობის სტიმულირების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 თებერვლის №59 დადგენილებაში (სსმ, 26 /02/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე‑4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მენაშენეები ან/და დამკვეთები, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი აქვთ ან შემდგომში იკისრებენ საცხოვრებელი ფართობების გადაცემის ვალდებულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის, და რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამაში მონაწილეობის სხვა პირობებს;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები