დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გასაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 371 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.017044 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №371
2012 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000.10.003.016838) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1 . №1 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0 -5 წლის (ჩათვლით ) ბავშვების , საპენსიო ასაკის მოსახლეობის , სტუდენტების , შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა) საცხოვრებელი ადგილი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა რეგისტრაციის მისამართი, თუ რეგისტრაციის მისამართი გაუქმებულია, უკანასკნელი რეგისტრაციის მისამართი, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შემთხვევაში – მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი), დადგენილების მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტით მიწოდებული მონაცემების შესაბამისად;“.
2 . №4 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი ) მე -8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ბ ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ვალდებულია პოლისების დარიგების მიზნით სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის 15 რიცხვიდან განახორციელოს პოლისების დარიგება/გადაცემა;“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები