საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის, სიების შედგენისა და მათი ცესკოსა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისათვის გადმოცემის ახალი ვადებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 37/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016055
  • Word
37/2012
09/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
010240020.15.008.016055
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის, სიების შედგენისა და მათი ცესკოსა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისათვის გადმოცემის ახალი ვადებისა და წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 37/2012

2012 წლის 9 სექტემბერი

. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის, სიების შედგენისა და მათი ცესკოსა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისათვის გადმოცემის ახალი ვადებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

 „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საკონსულო აღრიცხვაზე არმდგომი სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების დამატებითი რეგისტრაციის და სპეციალურ სიებში შეყვანის მიზნით, განცხადებებისა და მასზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების მიღება პირადად ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებების საფუძველზე განხორციელდეს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ კომისიათა პირველი სხდომების გამართვის დღიდან კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-18 დღის (13 სექტემბერი) ადგილობრივი დროის 18 საათის ჩათვლით.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც ადგენს რეგისტრირებულ პირთა სიას. აღნიშნული სია საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-17 დღისა (14 სექტემბერი) გადაეცემა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. დაევალოს ცესკოს საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტებს აღნიშნული დადგენილების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა სხვა სახელმწიფოებში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემა.

მუ ხლი 4 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                 გ. მჭედლიძე