დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2-157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340090000.22.032.016088 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 173
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №157 ბრძანებაში (სსმ 167, 25/11/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.
2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3.ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №2), „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №3) და „გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის/მოწმობების ჩამოწერის აქტი (დანართი №4) ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ . გოროზია
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
სურსათის ეროვნული სააგენტო
ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის
სარეგისტრაციო მოწმობა № 000000
ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის დასახელება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფორმა, დოზა, კონცენტრაცია და შეფუთვაში არსებული რაოდენობა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მწარმოებელი ქვეყანა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განკუთვნილია (ცხოველის სახეობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მფლობელი (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)
რეგისტრაციის თარიღი: .................... მოქმედების ვადა: ........................
უფლებამოსილი პირი
ხელმოწერა ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები