დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 01/12/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.001.000.840 |
საქართველოს კანონი
„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
I. საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№ 27–30, მუხ. 600) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. ეროვნული საარქივო ფონდი არის დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მიერ შერჩეული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, სამეცნიერო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ექვემდებარება საქართველოში დაბრუნებას.
2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, ადგილსამყოფელისა, საკუთრების ფორმისა და ინფორმაციის სახეობისა, ინახება მუდმივად და სახელმწიფო ზრუნავს მასზე“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს (მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს), ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება საქმის წარმოებისა და საუწყებო არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. სახელმწიფო არქივები ვალდებულნი არიან დროულად განიხილონ და დაამტკიცონ დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგები“.
3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „უწყების“ შეიცვალოს სიტყვით „დაწესებულების“.
4. მე-7 მუხლს სიტყვის „საქმიანობას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოებაზე კონტროლს“.
5. მე-8 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო არქივის“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) ორგანოს ან დაწესებულების“;
ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რომელიც სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად განსაზღვრავს დოკუმენტების შენახვის ვადას“.
6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „აგრეთვე სხვა უწყებების“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების“.
7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტებს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნების მიზნით უნდა ჩაუტარდეს შემფასებელი ექსპერტიზა და დამუშავება. სხვა დოკუმენტებს შემფასებელი ექსპერტიზა ჩაუტარდება მათი მესაკუთრის სურვილით“.
8. მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „აგრეთვე სხვა უწყებები“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები“.
9. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტების;“;
ბ) მე-4 პუნქტს სიტყვის „დოკუმენტი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოების საარქივო დოკუმენტებისა)“;
გ) მე-5 პუნქტს სიტყვის „დეპარტამენტს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სახელმწიფო არქივებს“, ხოლო სიტყვები „უფლება აქვს გააკონტროლოს“ შეიცვალოს სიტყვებით „უფლება აქვთ გააკონტროლონ“.
10. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის მიზნით იქმნება საუწყებო არქივი. დოკუმენტების შენახვა შეიძლება დაეკისროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებსაც. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები საუწყებო არქივებში ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ინახება დადგენილი წესით. სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ვადებს შესაბამისი ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი.“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „უწყებები“ შეიცვალოს სიტყვით „დაწესებულებები“.
11. მე-16 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს სიტყვის „დეპარტამენტს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სახელმწიფო არქივს“;
ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „ამ დოკუმენტის დამუშავებისა და სახელმწიფო არქივში გადაცემის ხარჯებს გაიღებს სალიკვიდაციო კომისია.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ლიკვიდირებული იურიდიული პირისაგან სახელმწიფო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ვადამდე მიღება შეიძლება მხოლოდ უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში“.
12. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი.“;
ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე დაწესებულებები ვალდებულნი არიან საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს მონაცემები წარუდგინონ დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმით“.
13. მე-18 მუხლში სიტყვები „სახელმწიფო არქივს“ შეიცვალოს სიტყვებით „საარქივო დაწესებულებას“, ხოლო სიტყვები „ან უფასო“ ამოღებულ იქნეს.
14. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ცხოვრების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ქონების“.
15. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24
იურიდიული პირი, რომელთანაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ვალდებულია გასცეს დოკუმენტის დამოწმებული პირი, ცნობა ან დოკუმენტის ამონაწერი მომსახურების დადგენილი ვადებისა და ტარიფების შესაბამისად“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 10 ნოემბერი.
№598-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები