„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 791
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016633
  • Word
791
07/09/2012
ვებგვერდი, 07/09/2012
010340000.08.002.016633
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

 საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №791

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულები (სსმ, III ნაწ., 2009 წ., №86, მუხ. 926) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებ:

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახდენს ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ყველა იმ დოკუმენტის ლეგალიზებას, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.“;

გ) 81 მუხლის:

გ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“;

გ.) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;

დ) 81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

     „მუხლი 82 .

ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების, განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).“;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი