„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1737
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030040.22.024.016206
  • Word
1-1/1737
06/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
040030040.22.024.016206
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1737

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში (სსმ III, 03.11.2010 წ., №142, მუხ. 2033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ბრძანება არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ იმ საწარმოებზე, რომელთა აქციები და წილები მართვის უფლებით გადაცემულია სხვა სუბიექტებზე. ასევე, არ ვრცელდება სს „საპარტნიორო ფონდზე“, სს „საპარტნიორო ფონდის“ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ/არსებულ საწარმოებსა და ასეთი საწარმოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილ/არსებულ საწარმოებზე.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის“:

ა) მე -2 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ (შემდგომში – ქონების სააგენტო) შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.

3. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრამდე ორი კვირის ვადაში წერილობით აცნობოს ქონების სააგენტოს ამასთან, საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია სასამართლო შეტყობინების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ქონების სააგენტოს იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელშიც საწარმო წარმოადგენს მოპასუხეს.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), გარდა საზოგადოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერისა, რაც ხორციელდება ქონების სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ქონების სააგენტოს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში ჩამოსაწერი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს მთელი ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10%-ს.“.

ბ.ბ) 6 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6  1 .  შენობა-ნაგებობის, დაუმთავრებელი მშენებლობის ან/და  ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი დასაბუთებული წინადადებით  მიმართავს ქონების სააგენტოს.“;

 გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში ადრე გადაცემული და/ან გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა აღემატება 50 მ2-ს და/ან შეადგენს იმ ქონების (შენობის, მიწის ნაკვეთის და ა.შ) საერთო ფართი 10%-ზე მეტს, რომელშიც გადასაცემი ფართია განთავსებული, აღნიშნული ფართის გადაცემა წინასწარ საჭიროებს ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას. ასეთი შეთანხმება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადასაცემი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5%-ს.“;

გ.ბ) მე-3-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.  ძირითადი საშუალებების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.

4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სააუქციონო პირობები სააგენტოს მიერ დადგენილი, ძირითადი საშუალების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საკითხის განსახილველად საჭირო, დოკუმენტაციასთან ერთად.

5.  იმ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, რომელთათვისაც ნორმატიული აქტით დამტკიცებულია დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება (ტარიფი), არ საჭიროებს ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას, საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობას და ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას    მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  .

 6.  ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

7. საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში.

8. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების სააგენტოს წლიურ შედეგებთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გადაწყვეტილებას, საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ იღებს ქონების საააგენტო.

2. საწარმოს კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.”.

დ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.“

ე.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3.  ძირითადი საშუალებების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გაყიდვა ხდება ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით.

4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სააუქციონო პირობები ქონების სააგენტოს მიერ დადგენილი  ძირითადი საშუალებების გაყიდვის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად.“;

ე.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ძირითადი საშუალებების გაყიდვის შედეგად მისაღები თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ხელმძღვანელი (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით.“

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა

1.ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას  ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით,  გამოიყენება   სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება  .

2. ძირითადი საშუალებების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან ან/და ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას, ეს ვადა იანგარიშება შესაბამისი თანხმობის გაცემის დღიდან. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში საწარმოს ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის შესახებ ხელახალი გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.“

მუხლი 2. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

მუხლი 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. მატკავა