დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 790 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016632 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №790
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 924) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის (დანართი №1):
ბ.ა) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;“;
ბ.ბ) 61 მუხლის:
ბ.ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია, განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.“;
ბ.ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“;
ბ.ბ.გ.) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;
ბ.გ) 61 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62
ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების, განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).“;
ბ.დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იური დიული პირის – საქარ თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწ ესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხა რისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები