თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 06/09/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016139
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
49
06/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
010250020.35.132.016139
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/09/2012 - 17/06/2022)

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დადგენილება №49

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო          ადგენს:

1. შეიქმნას თვითმმართველი ქ ალაქის – ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია.

2. დამტკიცდეს თვითმმართველი ქ ალაქის – ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თანდართული დებულება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. კირთაძე

 დანართი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) ინფრასტრუქტურის სფეროში საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიისა (შემდგომში – მერია) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან, თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას (შემდგომში კომისია).

2. კომისიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, უფლებამოსილება და ვალდებულებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და მოცემული დებულებით.

    მუხლი 2.

1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.

2. კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან უახლოეს სხდომაზე საკრებულოს წარუდგენს კომისიის პერსონალურ შემადგენლობას. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.

3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.

4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით და კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან/და დამატებები.

თავი II. კომისიის უფლებამოსილება

    მუხლი 3.

კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.           

    მუხლი 4.

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) განიხილავს ინფრასტრუქტურის სფეროში მომზადებულ და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ პროექტებს და ღებულობს სათანადო დასკვნებს;

) კომისიის სხდომაზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებსა და მოხსენებებს, განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, მათ საფუძველზე და შესაბამისად საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

3. საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.

4. კომისია წელიწადში არანაკლებ ერთხელ , 10 დეკემბრამდე საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

 მუხლი 5.

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის , თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, სიტყვას აძლევს კომისიის წევრებს და მოწვეულ პირებს;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე, მონაწილეობს კენჭისყრაში და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებსა და კომისიის გადაწყვეტილებებს (დასკვნა, რეკომენდაცია, წინადადება );

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

თ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლმენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას . შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი თ.

    მუხლი 6.

კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაიკავოს განსხვავებული პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, კანონმდებლობის, საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 7.

1. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, საკრებულოს რეგლამენტი და კომისიის დებულება;

ბ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

) დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;

) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები.

2. კომისიის წევრის მიერ თავისი მოვალეობების დარვევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული ზემოქმედების ფორმები.

თავი III. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 8.

კომისიის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას, საქმისწარმოებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებას.

თავი IV. დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატების შეტანა

    მუხლი 9.

კომისიის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.