დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 386 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150070.22.033.016463 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება № 386-№721
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988 – №1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, 31.12.2010) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში –მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705, 8711 და 8716 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც არ დეკლარირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით, ან იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9−მე-11 პუნქტები:
„9. საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მომართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დათვალიერების აქტში დამატებით ასახოს:
ა)სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში შენახვის ხარჯები ან/და მისი გადაზიდვის მომსახურების საზღაური;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა და საზღაურის გადახდის მიზნით, საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დათვალიერების აქტში ასახვა ხორციელდება საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული ინფორმაციის უზუსტობაზე.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას. ამასთან, ინფორმაციის ასახვაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო ასევე არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარის თქმის საფუძველი.“.
4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.“.
5. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.“.
6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.“.
7. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები