დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.22.027.016361 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №153
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში (სსმ III, №161, 2008წ., მუხ. 1625) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 1 მუხლი:
„მუხლი 61. დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი
იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავარი პროკურატურის მეშვეობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები