დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.016363 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №155
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №1 87 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებით ( სსმ, №132, 13/10/2010 წ., მუხ. 1916) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სმართ-ლოჯიქის“, „სტრატეგიული განვითარების სააგენტოს“ და „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.“.
2. მე-8 მუხლი „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სმართ-ლოჯიქის“, „სტრატეგიული განვითარების სააგენტოს“ და „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება , წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, ს აბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ბალანსის შედგენა, დაწესებულების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვებს და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების კოორდინაცია.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები