დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.022.016437 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 74/ნ
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ს საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანების (სსმ ვებგვერდი, 22/02/2011, 360160000.22.022.016056) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:
„მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მოსწავლეებზე, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები