დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016150 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №65
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/01/2012, 010250050.35.162.016105) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 8. ბენეფიციარის რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბრძანების ფორმით იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დაინტერესებული პირის განცხადების ან/და გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე. ამ წესის მე-7 მუხლის „ა“, ,,გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა შეიძლება განხორციელდეს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშეც, _ დაინტერესებული პირის განცხადების ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ დირექტორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
2. გამგებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ დირექტორს.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები