„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016149
  • Word
64
31/08/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
040110030.35.162.016149
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. ახმეტა

„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110811010, 16/08/2011, 040110030.35.162.016046) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1):

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი (ან პირთა გაერთიანება), რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.“.

ბ) მე-12 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 10 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.”.

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საჯარო აუქციონის პირობებს, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია საჯარო აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდის შეთავაზება.“.

გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ქონებით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა და მისი გადახდის პირობები;“.

 2. დადგენილების მე-2 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №4 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ა. მაილაშვილი

                                                                 ,,დანართი №4

axmeta-bolo-B - Copy.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტი

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა

№----

ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                   (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)

__________________________________________________ მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

(თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისამართი და სხვა საიდენტიფიკაციო          მონაცემები)

მიწის ფართობი ––––––––––––––––––––– კვ.მ. _______________________________________

საფუძველი _____________________________________________________________________

           (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

           (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)

რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ახმეტის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია საკადასტრო-აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გაცემულია 201–– წლის „––––„ ––––––––––––––––ს.

საკრებულოს თავმჯდომარე ________________________     ________________________

                                                         (ხელმოწერა)                    (სახელი, გვარი)

ბ.ა.“

                                                                   ,,დანართი №5

axmeta-bolo-B - Copy.jpg

ახმეტის მუნიციპალიტეტი

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა

№––

ეძლევა_____________________________________________________________________________

            (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)

მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით _________________________________________________ კვმ.მ, რომელიც მდებარეობს

 _________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

               (მისამართი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები)

საფუძველი ______________________________________________________________________

            (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)

ოქმის თარიღი ___________________________________________________________________

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა

___________________________________________________________________________________ ,

            (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)

რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ახმეტის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გაცემულია 201–– წლის „––––„ ––––––––––––––––ს.

საკრებულოს თავმჯდომარე ____________________   ________________________

                                                        (ხელმოწერა)                     (სახელი, გვარი)

ბ.ა.“.