„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016438
171/ნ
04/09/2012
ვებგვერდი, 07/09/2012
430030000.22.022.016438
„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №171/ნ

2012 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის № 8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 070211, 07/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016050) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო

1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებას ახდენს შესაბამისი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) არსებული კომისია (შემდგომში – კომისია).

2. დაწესებულება, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამტკიცებს განცხადების განხილვის პროცედურას, ადგენს განცხადების წარდგენის ვადას; განსაზღვრავს კომისიის საქმიანობისა და სათანადო დოკუმენტით დადასტურებული, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ კომპეტენციებად ჩათვლის წესს; გამოცდის ჩატარების თავისებურებებს.“

ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„41. კომისიის შექმნა

1. კომისიის წევრების დანიშვნა ხდება დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;

ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი (დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი);

გ) შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები;

დ) დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები არ უნდა წარმოადგენდნენ დაწესებულების თანამშრომლებს.“;

გ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. დეკანოიძე