დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1257/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 10/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1257/ო
2012 წლის 10 აგვისტო
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,დუშეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ზე ( მისამართი: დუშეთი, სტალინის ქუჩა №71) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – სალიცენზიო მოწმობა № 001955.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,დუშეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის დირექტორის განცხადება №62249, 07. 08. 2012 წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები