საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 779
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016630
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
779
04/09/2012
ვებგვერდი, 04/09/2012
040030000.08.002.016630
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/09/2012 - 10/12/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №779

2012 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ

1. საქართველოში დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის , მოწმეებსა და დაზარალებულებზე ზრუნვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროგრამის კოორდინაციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელების მიზნით,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი (შემდეგში პროგრამების ცენტრი).

2 . პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელბს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს პროკურატურის მეშვეობით.

3 . საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამების ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა.

4 . საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:

ა) პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცება;

) პროგრამების ცენტრის დირექტორის დანიშვნა;

) პროგრამების ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განსაზღვრა.

5 . პროგრამების ცენტრის მიერ განსახორციელებელი ცალკეული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყო პროგრამების ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ყოველმხრივი მხარდაჭერა.

6 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი