დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.144.016093 |
21
03/09/2012
ვებგვერდი, 10/09/2012
200230000.35.144.016093
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
|
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/03/2012; 200230000.35.144.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლით“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
,,მუხლი 10 ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“. |
2.
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები