დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016115 |
32
03/09/2012
ვებგვერდი, 07/09/2012
190020020.35.149.016115
„კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111028014, 03/11/2011; 190020020.35.149.016069) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება მოხდება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარით; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის 181 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის 182 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული 182 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსება მოხდება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარით“; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული 182 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ ირკვევა რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა“. |
2.
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები