"მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016628
  • Word
773
03/09/2012
ვებგვერდი, 03/09/2012
010110000.08.002.016628
"მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №773

2012 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის N515 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის N515 ბრძანებულებით (სსმ, ვებგვერდი, 27/06/2012, 010110000.08.002.016535) დამტკიცებულ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტრიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქარველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი